ემუქრება თუ არა სახელმძღვანელოების განახლების პროექტს ჩავარდნა.
პირველი-მეოთხე კლასების სასკოლო წიგნების ე.წ. გრიფირება ჯერ კიდევ აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და მისი ვადები დღემდე უცნობია.
საკითხის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა იმ ფაქტმა, რომ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხიდან ქართული ენისა და მათემატიკის წიგნები ამოიღეს.
შექმნილ ვითარებაში გამომცემლობები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. საკითხით უკვე დაინტერესდა ახალდანიშნული მინისტრიც, რომლის დავალებითაც გრიფირების პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებს შიდა აუდიტი სწავლობს.