ცემენტის მწარმოებელი ქარხნების ნაწილმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. მიზეზი, ქვეყანაში იმპორტირებული და ცემენტის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის შემოწმების პროცესის გაჭიანურებაა.
ფინანსური პრობლემების გამო მეწარმეები ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ და აინტერესებთ, რას უკავშირდება საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე მონიტორინგი და რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ცემენტის ხარისხის შემოწმება.
შემოსავლების სამსახური დუმს.