პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ბათუმში ხელმოწერებს აგროვებს
“ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის” – პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ბათუმში ხელმოწერებს აგროვებს. მან ამომრჩეველს საკუთარი პროგრამაც გააცნო. შაშიაშვილი 7-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობს.
პირველად 2004 წელს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, იყო იმერეთის გუბერნატორი 1995-2003 წლებში, მანამდე 1993-1995 წლებში კი ქუთაისის მერი. ასევე იყო პოლიტიკური პარტია “თეთრების” თავმჯდომარე.