მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვების კამპანიას განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებს ამჯერად ქალაქ სამტრედიაში შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნების სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.