პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან
პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის არჩევნებს გაუწევენ მონიტორინგს. საერთაშორისო დელეგაციები კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდებიან. ეუთოს, ნატოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების დამკვირვებლებს უკვე შეხვდა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ასევე დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და კახა კუკავა.
საუბარი საპრეზიდენტო კამპანიასა და საარჩევნო სისტემას შეეხო. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კანდიდატისთვის კითხვები დაესვათ. კანდიდატებთან შეხვედრებს ეუთო-ოდირი უზრუნველყოფს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი მხოლოდ ერთადერთ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს არ გაუკეთებია.