პრეზიდენტმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილა
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილა გიორგი მარგველაშვილმა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან შეხვედრაზე. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ, ღია ბაზრის პოლიტიკაზე, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე, საკუთრების სათანადო დაცვის და ინტელექტუალური უფლებების თაობაზე.