საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პირველკლასელების ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება.
პრეზიდენტი საუბრისას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შეეხო და აღნიშნა, რომ პრობლემების დასაძლევად ერთმანეთის თანადგომაა საჭირო.