პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებიც დაესწრნენ. სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.