ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ მჭედლიშვილს ცვლის. მას უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოეწურა. საბჭოს მოსამართლე წევრების დიდი ნაწილი მის საქმიანობას კრიტიკულად აფასებს. მათი განცხადებით ხშირად რჩებოდა განცდა, რომ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებები მიკერძოებული იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი იქნება მათი გუნდის ახალი წევრი ანა დოლიძე.
საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს მარიამ ქურდიანი გაგვაცნობს.