პრეზიდენტის ვეტო შეფასებების საგანი გახდა შტატებშიც. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი სოციალურ ქსელში წერს: „მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი.