პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა პრეზიდენტის ვეტოც. ზურაბიშვილმა ვეტო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაადო. პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით წინა სასესიო კვირაში დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. ოპოზიცია ზურაბიშვილს ეთანხმება, მათი განმარტებით, კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. მმართველ გუნდი კი ვეტოს დაძლევას აანონსებს, მათ ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვთ.