კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელზეც პოლიტიკური შეფასებები კეთდება, პრეზიდენტის მიერ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებაა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „პრეზიდენტმა ვეტო დაადო კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.