პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება მმართველი გუნდი. საუბარია საარჩევნო კოდექსზე. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად და მიზანმიმართულად ცდილობს ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეაფერხოს. ოპოზიცია კი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებს. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება. ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.