„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან გამოსავალს. საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა“, – ამბობს ლანდსბერგისი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ვეტოს წინსვლის გზად მოიხსენიებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის ლიდერებს უკან გაიწვიონ კანონპროექტი და ევროკავშირის კურსს დაუბრუნდნენ. მიდგომების გადახედვისა და კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს მთავრობას ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ბაიბა ბრაჟე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხედ აფასებს.