საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო გუშინ დაადო. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ვეტო იურიდიულად გამართულია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა 14 მაისს დაამტკიცა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ცვლილებებს არ ექვემდებარება და უნდა გაუქმდეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ვეტოს შინაარსს პოლიტიკოსები აფასებენ.