პრეზიდენტის ვეტო - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საკითხს კენჭს დღეს სესიაზე უყრიან. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევაში დარწმუნებულია. პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ახალ კანონპროექტში ხელისუფლების მხრიდან ცესკო-ს გაკონტროლების მცდელობას ხედავენ, მმართველი გუნდი კი ოპოზიციის არგუმენტებს უშინაარსოს უწოდებს.