საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საქმე ეხება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების“კანონპროექტს. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტს ოპოზიცია აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება და უფრო მეტიც, ზღუდავს ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას.
მმართველი გუნდისთვის კი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ცვლილებები მანიფესტანტების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.