პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. სხდომაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკო-ს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ასევე, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა.