პრეზიდენტის ვეტო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა. სხდომაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკო-ს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ასევე, უქმდება ცესკო-ში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება. განხილვას ოპოზიცია არ დასწრებია.