პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვიზიტი პარიზში

სალომე ზურაბიშვილი პარიზში მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება. ამ შეთანხმებას მას კონსტიტუცია ავალდებულებს. უმრავლესობის წევრების თქმით, პრეზიდენტს ნებართვის მისაღებად მთავრობისთვის არც კი მიუმართავს. მმართველი გუნდის დეპუტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ზურაბიშვილს, დაიცვას კონსტიტუცია.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი, მას მერე, რაც იმპიჩმენტის პროცესი ჩავარდა, ზურაბიშვილი ვიზიტებს გააგრძელებს და „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხთან შეგუება მოუწევს.