სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს პირველი შეხვედრა გაიმართება. პრეზიდენტთან ერთად, მესამე სექტორის წარმომადგენლები საკუთარ პოზიციებსა და არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა იანვარში საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით მიმართა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ეხებოდა. პრეზიდენტის ამ წინადადებას სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება მოყვა. ისინი ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში სდებენ ბრალს.