პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ტარდება.
დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის: მზადება ნატო-ს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; ასევე, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.