პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში

მოუწევს თუ არა სალომე ზურაბიშვილს თანამდებობის დატოვებაპარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა იწყება. სხდომას, რომელსაც თავად პრეზიდენტიც დაესწრება, გახსნის ირაკლი კობახიძე. ის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე ისაუბრებს. დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობაც ექნებათ. დღის ბოლოს კი გაიმართება პოლიტიკური დებატები და საკითხის კენჭისყრა.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკურ მხარეებს, თეონა მანაგაძე პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.