საქართველოს პარლამენტი ისტორიული სხდომისთვის ემზადება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე საკანონდებლო ორგანო იმსჯელებს. საკითხის განხილვა ხვალ 12:00 საათზე დაიწყება და პროცესს პრეზიდენტიც დაესწრება. ხვალვე დაგეგმილია კენჭისყრაც და შესაბამისად გაირკვევა რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის სალომე ზურაბიშვილი შეუთანხმებელი ევროპული ვიზიტების გამო. ოპოზიცია იმპიჩმენტის პროცესს ევროინტეგრაციის გზაზე საბოტაჟის მცდელობად აცხადებს და საკითხის მხარდაჭერას გამორიცხავს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებს, „ევროპელი სოციალისტებია“, თუმცა „ქართული ოცნება“ საჭირო 100 ხმას მაინც ვერ აგროვებს.