პრეზიდენტის იმპიჩმენტი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი სტრუქტურის შექმნას გეგმავს, რომელსაც პატიმარი ექს-პრეზიდენტი სავარაუდოდ დისტანციურად უხელმძღვანელებს.

პარტიის ლიდერების განცხადებით, სწორედ ამ პლატფორმის გარშემო გაერთიანდებიან ძველი სახეები, რომელთა პოლიტიკური გააქტიურებისკენაც პარტიის მენეჯმენტს თავად ექს-პრეზიდენტმა მოუწოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განცხადებები პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. შეხვედრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზეც იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, პარტია, რომელიც პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მეტი დეპუტატით არის წარმოდგენილი, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.