პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის განცხადებას მმართველ პარტიაში გამოხმაურება მოჰყვა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ თემებზე სასაუბროდ გუშინაც და დღესაც არასათანადო ადგილი შეარჩია. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, მიუღებელია, როდესაც პრეზიდენტის განცხადებები პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება.

დიასპორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი ყველა ქვეყანაში საქართველოს წარმოადგენენ და ნახევრად ქართველებზე საუბარი მათთვის მიუღებელია.