სვეტიცხოველში უკრაინის მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინა. ღვთისმსახურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შესრულდა. ამასთან, საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ უკრაინისათვის წირვა-ლოცვა დღეს ქვეყნის მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში აღევლინება.