კინოს სახლის დარბაზში ხოსე მაჯინერეს დოკუმენტური ფილმის, – რობიკო სტურუა სერგო ფარაჯანოვზე ჩვენება გაიმართა. ფილმში ცნობილი ქართველი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვზე გვიყვება. ღონისძიების ფარგლებში, ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.
წიგნი სახელწოდებით „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“ 29 ადამიანის, მათ შორის რეჟისორების, მსახიობებისა და კინოს კრიტიკოსების ჩანახატებსა და ჩანაწერებს აერთიანებს.