პრევენციული ღონისძიებები ფემიციდის წინააღმდეგ

ბოლო პერიოდში ფემიციდის გახშირებული შემთხვევების შემდეგ, ქვეყანაში მასშტაბური კამპანია იწყება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პრემიერმა უწყებებს კონკრეტული დავალებებიც მისცა.

კამპანიის მიზანი, კანონის გამკაცრებასთან ერთად, მოქალაქეების​ ცნობიერების ამაღლება და პრობლემის გადაჭრაში მათი ჩართულობის გაზრდაა. ამასთან, პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ძალადობის მსხვერპლსა და მოძალადე პირს ელექტროსამაჯურს დაუმაგრებენ, გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას, უწყება სიგნალს მიიღებს და  სამართალდამცველებს სწრაფი მოქმედების საშუალება ექნებათ.

ვაკო ორმოცაძე დეტალებით.