პრემიერის ვიზიტი გერმანიაში - შეფასებები

გერმანიაში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან. მთავარი განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოსთვის გაცემული ცხრა რეკომენდაციის შესრულება და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რაზეც ირაკლი კობახიძემ და ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზეც ისაუბრეს.

ოლაფ შოლცი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი უარს იტყვის ამ კანონის მიღებაზე, ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, დემოკრატია გამჭვირვალობას გულისხმობს და მთავრობა მზად არის, ამ თემაზე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან დისკუსია გამართოს. პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გერმანიაში პრემიერის ვიზიტი დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა შეაფასეს.

მოამბე