საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა იგეგმება. ბაქოში პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტი დასრულებულია.
ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების დროს განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე გაკეთდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალი უფრო მეტად იქნება ათვისებული. პრეზიდენტთან აუდიენციის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ერთობლივი საწარმოების ამოქმედების შესაძლებლობაც.