ჩინეთსა და საქართველოს შორის ორწლიანი მოლაპარაკება დასრულდა. ტყიბულში, შესაძლოა, ახალი ქარხანა გაიხსნას.
საწარმოში რამდენიმე ბრენდის ქურთუკები შეიკერება და საექსპორტოდ გავა. შეთანხმებას ხელი შანხაიში მოეწერა, სადაც ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით იმყოფება.
მამუკა ბახტაძემ სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში ჩინური მხარე აანონსებს, რომ მიწვეულ ქვეყნებთან იმპორტის გაზრდას გეგმავს, მათ შორის იგულისხმება საქართველოც.