პრემიერის შეხვედრა საქართველოს ელჩთან სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა პრემიერ-მინისტრი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დისკუსიაზე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. როლანდ ბერიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.