მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის“, – დაწერა პრემიერმა.