პრემიერის მილოცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ახალ წელს ულოცავს. მილოცვაში ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზეც საუბრობს. „თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიხარულია. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.