ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია, – ასე პასუხობს პრემიერი ბოლო პერიოდში ქვეყნაში ფასების მატებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66-პროცენტიანი ზრდა 2012 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით.