პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს. კობახიძის ინფორმაციით, მესამე სექტორს დაფინანსების 85 მილიონზე მეტიდან, 70 მილიონი დახარჯული აქვთ სრულიად გაუმჭვირვალედ, დეტალური ინფორმაცია არსებობს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბიუროს სხდომას რამდენიმე წუთში წარედგინება.