პრემიერის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მდგრადი განვითარების სამიტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე − „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − სიტყვით გამოვიდა. მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ეგიდით, 4 წელიწადში ერთხელ იმართება. გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურებმა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.