უკრაინის აღდგენის კონფერენციაში პრემიერის მონაწილეობას აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველომ უკრაინას არაერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სამართლებრივი აქტების მხარდაჭერით, შესაბამისად, ირაკლი კობახიძე პარტნიორების წინაშე ამაყად იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერის სიტყვას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფასი არ აქვს, რასაც ამერიკის სანქციებიც მოწმობს.