პრემიერ-მინისტრი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს. დაგეგმილ აუდიენციებზე განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებია.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რუმინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს.
პრემიერ-მინისტრი რუმინელ კოლეგას და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. მამუკა ბახტაძე წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს მოინახულებს და რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მემორიალზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.