პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველო-ხორვატიას შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზაგრებში სამუშაო ვიზიტს იწყებს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება. მთავრობის მეთაური ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
რა საკითხებზე გაამახვილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყურადღებას – სალომე ქოქიაშვილი ზაგრებიდან პირდაპირ ეთერში.