საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, გვარამ ხანდამიშვილს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვარამ ხანდამიშვილს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.