ერთმანეთთან გაუცხოებული ოჯახების ისტორია, რომელიც რეჟისორმა სცენაზე გადაიტანა.
სამეფო უბნის თეატრი ნორვეგიელი დრამატურგის პიესას წარმოადგენს. დრამა ადამიანურ ურთიერთობებზეა, რომელსაც ქართული თეატრალური დასი განსხვავებული ვერსიით გადმოსცემს.
სამეფო უბნის თეატრში მისული მაყურებელი სპექტაკლის განსხვავებულ ვერსიას იხილავს. მკვდარი ძაღლების პრემიერა 9 და 10 ივლისს გაიმართება, რომლის შემდეგაც თეატრი მაყურებელს ახალ სეზონამდე დაემშვიდობება.