მოძრაობის და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი

სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები საქართველოში.

თბილისში მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. სხეულის ენით გადმოცემული ისტორიები და სპექტაკლები უახლესი წარსულის მძიმე მოვლენებზე – პანდემიის დროს დაარსებული ფესტივალის პროგრამა წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.

წელს მაყურებელი რვა სპექტაკლს იხილავს. საქართველოს გარდა დადგმებს იტალიის, ხორვატიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ირანის თეატრალური დასები წარმოადგენენ. ფესტივალი მერიის მხარდაჭერით იმართება.