საკუთარი სპექტაკლით რეჟისორი ცდილობს, მაყურებელს დროის დაფასების მნიშვნელობა და მისი უქმად დაკარგვის საფრთხეები შეახსენოს. თანამედროვეობის პრობლემას ავტორი სკოლის მოსწავლის თავს გადახდენილი ამბით და ზღაპრული სიუჟეტით აჩვენებს.
წარმოდგენა რეჟისორ გიორგი ქლაინის მეორე სადიპლომო ნამუშევარია. დადგმაში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობენ, რომლებიც კასტინგის შედეგად სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეირჩნენ. მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლ „ზღაპრის“ პრემიერა 7 და 8 ივლისს გაიმართება.