პრემიერა მესხიშვილის თეატრში

პრემიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში – მაყურებლისთვის უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ გათამაშდა. სპექტაკლის რეჟისორი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძეა. მაკბეტს კი მსახიობი ალექსანდრე ფურცხვანიძე განასახიერებს, ხოლო ლედი მაკბეტის როლს მოწვეული მსახიობი მაკა შალიკაშვილი ასრულებს. დრამატული თეატრის დასთან ერთად, სპექტაკლში ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო კამერული გუნდი მონაწილეობს.