ქართველი რეჟისორის ცხოვრება ემიგრაციაში – ქეთევან ხარშილაძემ საკუთარი ისტორია თეატრალურ სცენაზე გადაიტანა. მაყურებელი ნახავს, როგორ წარიმართა წარმატებული საქმიანობის მიტოვების შემდეგ რეჟისორის ცხოვრება აშშ-ში, სადაც ის ამერიკულ ოჯახში მუშაობდა.
სიუჟეტი ორი სრულიად განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის ოჯახების ცხოვრებასა და ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ქეთევან ხარშილაძის სპექტაკლის, „სადღაც ამერიკაში“, პრემიერა ხვალ გაიმართება.