„აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული“

აინშტაინის ფარული სასიყვარულო ისტორია თეატრალურ სცენაზე ცოცხლდება.

მარჯანიშვილის თეატრში ალექსანდრე გელმანის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენენ. მაყურებელი მოისმენს ამბავს ცნობილი მეცნიერის და რუსი მზვერავის საიდუმლო რომანის შესახებ, რომელიც წლების შემდეგ გახდა ცნობილი.

ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებულ ნამდვილ ისტორიას თეატრის დასი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, რათა მაყურებლამდე ამბავი სრული სიზუსტით მიიტანოს. აინშტაინის უკანასკნელი სიყვარულის ისტორიის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში ხვალ გაიმართება.