„ფიგაროს ქორწინება, ანუ შეშლილი დღე“, – მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. მას სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე და რეჟისორი თემო კუპრავა წარმოადგენენ. ეს იქნება ძალადობის თემისადმი მიძღვნილი ტრილოგიის მესამე ნაწილი.
სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენის ნაცვლად დოდო აბაშიძის ათ ნომერში, ახალ სახელოვნებო სივრცეში გაიმართება. „ფიგაროს ქორწინების“ ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 19-დან 22 ივლისის ჩათვლით ექნება.