„დონ ჟუანის“ პრემიერა

დონ ჟუანის კიდევ ერთი სცენური ვერსია.

თეატრი სახელოსნო 42 რიგით მეორე პრემიერისთვის ემზადება. ლევან წულაძე მის მიერ შექმნილ ახალ თეატრალურ სივრცეში მაყურებელს მოლიერის ცნობილი პიესის მისეულ ინტერპრეტაციას შესთავაზებს.

სპექტაკლით, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდა გამორჩეული არტისტები მონაწილეობენ, რეჟისორი ცდილობს მთავარი გმირი განსხვავებული კუთხით გაგვაცნოს. დონ ჟუანის პრემიერა თეატრი სახელოსნო 42- ის სცენაზე ხვალ შედგება.